სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება:  ტექნიკა ჩვენ გარშემო

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა): 

მოსწავლეემ გააცნობიეროს თუ რამდენად მნიშვნალოვანია ადამიანის ცხოვრებაში ტექნოლოგიური წინსვლა, რომ კომპიუტერისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფოსა და საზოგადოების ნებისმიერ სფეროში.

3. პროექტის აქტუალობა:  

პროექტი აქტუალურია იმ თვალსაზრისით რომ XXI-საუკუნე ცნობილია მეცნიერების და ტექნოლოგიის ერად, ამიტომ მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია მეცნიერების და ტექნოლოგიის პრიორიტეტული სფეროების ჩამოყალიბების გაცნობა- განსაზღვრა. იმ გამოგონებების წვლილის გაანალიზება, რომელმაც შეცვალა  ჩვენი ცხოვრება. აგრეთვე პროექტის აქტუალურობა გამოიხატება მოსწავლეებისათვის მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში, აღნიშნული პროდუქტი მოსწავლეებს ეხმარება  სწავლების საგანმანათლებლო  პროცესში განავითარონ დამოუკიდებელი, ინდივიდუალური უნარ-ჩვევები. განივითარონ პასუხისმგებლობის გრძნობა.

4. პროექტის მიზნები:

შეაყვაროს მოსწავლეს სწავლა, გამოუმუშაოს შრომის უნარი და შრომისადმი სიყვარული; შეასწავლოს კომპიუტერთან მუშაობის უნარ ჩვევები, მოიძიოს და გაეცნოს სხვადასხვა ინფორმაციას, სტატიებს, ლიტერატურას...·                    
დამოუკიდებლად შეძლოს მოპოვებული მასალების შეჯერება და სელექცირება. შეძლოს გუნდური და ინდივიდუალური  მუშაობის გააქტიურება.
     განუვითაროს მოსწავლეებს:
) დასმული ამოცანის გააზრების უნარი;
) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
) სინთეზისა და შეფასების უნარი;
) ლოგიკური აზროვნების უნარი;
) აზრის ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი;
) ტექნოლოგიური უნარები;
) გამოიმუშავებენ ინფორმაციის გაცვლის უნარ-ჩვევებს.


5. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  

მოსწავლეები შეისწავლიან კომპიუტერთან მუშაობის უნარჩვევებს, მათ გამოუმუშავდებათ კვლევა ძიების უნარჩვევები, გაეცნობიან ტექნიკის განვითარებებს ეტაპებს და მიღწევებს, მის სასარგებლო თუ საზიანო მხარეებს, გაეცნობიან მისი გამოყენების სხვადასხვა სფეროებს. გაიგებენ რა არის ტექნიკა, რისთვის შეიქმნა სხვადასხვა მანქანები, როგორაა ისინი მოწყობილი და როგორ გამოიყენება. გამოიყენებენ მუშაობის პროცესში თანამედროვე ისტ საშუალებებს, ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, შენახვისა და გამოქვეყნებისათვის.

მოსწავლეები ისწავლიან თანამშრომლობას, ინფორმაციის მოპოვებასა და დახარისხებას.
აუდიტორიის გათვალისწინებით მოამზადებენ პრეზენტაციებს, ბროშურებს, სანიშნოებს. შეძლებენ მნიშვნელოვანი ინფორმაციით თავიანთი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას და ცოდნის გაფართოებას.  განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობის
და სხვისი აზრის პატივისცემის უნარი.  იმსჯელებენ და გამოხატავენ საკუთარ
დამოკიდებულებას სხვადასხვა ტექნიკის დანიშნულების შესახებ, რაც შემდგომში
დაეხმარებათ სხვა საკითხების ადვილად ათვისებასა და ცოდნის ინტეგრირებაში.
 საკუთარ მუშაობას შეაფასებენ ჯგუფში.

6. აქტივობის შესაბამისობა მიზანთან:  

I ეტაპი პროექტის გაცნობა

მოსწავლეებს წარვუდგენე პრეზენტაცია პროექტის შესახებ, დავურიგე საინფორმაციო სახის ბუკლეტებები, სადაც მოცემული იყო  პროექტის მიზნები, შინაარსი, და სარგებლობა. თავდაპირველად გამოვიყენე გონებრივი იერიში : დაფაზე შეადგინეს ცხრილი, რომელიც განკუთვნილი იყო თითოეული ჩამოთვლილი საკითხის ირგვლივ. მოსწავლეებში მოვახდინე აზრების გენერირება და ყველა მათ მიერ გამოთქმული მოსაზრება დავაფიქსირეთ დაფაზე ამ ცხრილთან მიმართებით. ამ მეთოდის მეშვეობით მოვამზადე მოსწავლეები ძირითად თემაზე გადასასვლელად.

ამის შემდეგ წინარე ცოდნის გაგების მიზნით გამოვიყენე -- მეთოდი, რამაც მომცა საშუალება გამეგო თუ რა ცოდნას ფლობდნენ მოსწავლეები ტექნიკის შესახებ. შემდეგ ვთხოვე მათ ფერადი ბარათების საშუალებით დაჯგუფებულიყვნენ 4 ჯგუფად და გაეცვალათ ერთმანეთში საკუთარი იდეები და მოსაზრებები. გააკეთეს მოკლე მონახაზი შემდგომში განსახორციელებელი დავალებისა. ბოლოს უკვე გამოთქმული იდეების საფუძველზე შევადგინეთ პროექტთან დაკავშირებული საკითხები.

II ეტაპი კვლევის დაწყება

ავუხსენი მოსწავლეებს რომ ჯგუფური მუშაობისას ყველამ თანაბრად უნდა გამოიჩინოს თავი და ამავდროულად დავურიგე მათ ჯგუფური შეფასების რუბრიკები , რომელსაც კვლევის მსვლელობისას შეავსებენ, შემდეგ ვთხოვე მათ რომ გაინაწილონ დავალებები თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით.

 III ეტაპი დასკვნითი ნაწილი

პროექტის დასასრულს ჯგუფებმა წარმოადგენენ მათ მიერ შესრულებული დავალებები პრეზენტაციის საშუალებთ, შემდეგ გავმართეთ დისკუსია.

7. მოსწავლეთა ცოდნა, ასაკი, ინტერესები:   11-12 წელი,
მოსწავლეებმა შესასრულებელი დავალებები თავად  აირჩიოეს თავიანთი ინტერესებისა  და საჭიროებების გათვალისწინებით. მათ იციან ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, ტექსტურ და საპრეზენტაციო პროგრამაში მუშაობა.


8. პროექტის მონიტორინგი და შეფასება:

ვიცი -მინდა ვიცოდე-ვისწავლე - ცხრილი ეხმარება მოსწავლეებს იმის გააზრებაში, თუ რა იციან საკითხის შესახებ, რისი ცოდნა უნდათ, რა ისწავლეს და კიდევ რა არის შესასწავლი.

პროექტის გეგმები - გამოვიყენე პროექტის დასაწყისში მოსწავლეებთან პროექტის განხორციელების დროს, რომელიც დაეხმარა მოსწავლეებს საკუთარი  გეგმის განვითარებასა  და განხორციელებაში . პროექტის დაგეგმვა ეხმარება მოსწავლეებს ორგანიზებულობაში, ისინი ისახავენ მიზნებს,  აყალიბებენ სტრატეგიებს მათ მისაღწევად, დროში ანაწილებენ შესასრულებელ სამუშაოს, განსაზღვრავენ კრიტერიუმებს შეფასებისათვის.

თვითშეფასება და რეფლექსია - გამოიყენება პროექტის მანძილზე ზეპირად, წერილობით ან პროექტის განხორციელების დროს. თვითშეფასება და რეფლექსია შესაძლებლობას მისცემს  მოსწავლეებს, რომ შეაფასონ თავიანთი პროგრესი, ასევე მოახდინონ რეფლექსია მეთოდების გასაუმჯობესებლად.

ჯგუფებზე დაკვირვება - გამოიყენება მთელი პროექტის მანძილზე გამოიყენებენ ჩეკლისტებს ,   ჩაინიშნავენ მოსაზრებებს. მოსწავლეები ასევე შეაფასებენ თავიანთი ჯგუფური მუშაობის უნარს ჩეკლისტებისა და რეფლექსიის გამოყენებით.

წახალისება და მხარდაჭერა - მოსწავლეთა შესრულების პროცესზე მუდმივი დაკვირვება დროული წახალისების შესაძლებლობას იძლევა.  მასწავლებელი უნდა შეეცადოს წაახალისოს მოსწავლეთა აქტიურობა, შესრულება, ინტერესი და საჭიროების შემთხვევაში, დახმარება და მხარდაჭერა აღმოუჩინოს მას. მაგალითად, თუკი  მასწავლებელი ხედავს, რომ მოსწავლეს უჭირს სამუშაოს შესრულება, უნდა შეეცადოს წაახალისოს და გაამხნევოს ის.

არაფორმალური დაკვირვება და შემთხვევების ჩანიშვნები -  გამოვიყენებ  მთელი პროცესის მანძილზე ჯგუფური და ინდივიდურლური მუშაობის დროს. ჩანიშვნები მოგროვდება ინდივიდუალურ ან ჯგუფურ საქაღალდეში.დაკვირვების შედეგად გაკეთებული ჩანიშვნები ხელს შეუწყობს სწავლების დაგეგმვას და თვალსაჩინოებას შესძენს საბოლოო შეფასებებს.

პროდუქტები (ბროშურები) - მისი  შესრულება მოხდება პროექტის დასასრულს,  დამოკიდებულია პროდუქტსა და პროექტის ხანგრძლივობაზე მისი მიზანია მოსწავლის ნამუშევრის წარმოდგენა , რომელიც სწავლის შედეგს ასახავს.

9. მოსწავლეთა ჩართულობა პროექტის იდეის განვითარებაში, დაგეგმვაში, განხორციელებასა და შეფასებაში:

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც პროექტის იდეის განვითარებაში, ასევე პროექტის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში. დაკვირვებებით შევამჩნიე, რომ რამოდენიმე მოსწავლე არ აქტიურობდა და სასიურად იყვნენ განწყობილნი, ამიტომ მოვახდინე მათი  ჩართვა შედარებით ძლიერ ჯგუფებში, შევეცადე მომეხდინა მათი დაკავება  კონკრეტული როლით ჯგუფური მუშაობისას.


9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
 
       პროექტის მიზნის შერჩევა
       თემის შერჩევა
        საკითხების განაწილება
       ჯგუფებად დაყოფა
        მუშაობის მიმდინარეობაზე დაკვირვება
       პრეზენტაცია
        დისკუსია
        შეჯამება
        შეფასება
        პრეზენტაციის გამოქვეყნება.


მოსწავლეები დაიყოფიან  ჯგუფად (სავარაუდოდ 4-5 ჯგუფად). ჯგუფები წინასწარ ჩამოწერილ საკითხებს აირჩევენ კენჭისყრის შედეგად.

1 ჯგუფი  --  კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი თემის ირგვლივ მოამზადებს  მასალას, წარადგენენ პრეზენტაციის სახით.

2 ჯგუფი --  კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი თემის ირგვლივ ისაუბრებენ, შექმნიან  კედლის  გაზეთს.

3 ჯგუფი -- კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი თემის ირგვლივ მოამზადებს მასალას და შექმნიან ბუკლეტს  ფოტო მასალით და  პატარა  ჩანაწერებით.

4 ჯგუფი -- კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი თემის გათვალისწინებით შექმნიან  წიგნის სანიშნოებს და წარმოადგენენ თემის ირგვლივ მიმოხილვას.

მასალა შეჯამდება და განთავსდება ინტერნეტში.


10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ის ტექნ. V.1. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის  ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.

ის ტექნ. V.2. მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის  გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს.

ის ტექნ. V.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

ის ტექნ. V.5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების  შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.

ის ტექნ. V. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.

ისტ რესურსების შექმნა:

ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.

კვლევა და კომუნიკაცია:

ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.

ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.


11. პროექტის ხელმძღვანელი : ისტ-ის მასწავლებელი მაია გოცირიძე

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: gociridzemaia2@gmail.com

No comments:

Post a Comment