გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი,
გვარი: მაია გოცირიძე
საგანი
:ისტ-ი
სწავლების საფეხური/კლასი:
დაწყებითი საფეხური/მეხუთე კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:
12
თემა:კომპიუტერის
აგებულება, ინფორმაციის დამუშავება
გაკვეთილის მიზანი:
ისტ საშუალებების ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება. გაიაზრებს
კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას, მათ ფუნქციებს და ეფექტიანად გამოიყენებს კლავიატურას,
აცნობიერებს, უსაფრთხოდ და სწორად იყენებს ინფორმაციის შესანახ საშუალებებს და მათი
მიერთების ან/და ჩადების ადგილებს, ეფექტიანად იყენებს თაგვს (მაგალითად: თაგვის კურსორის
გადაადგილება სასურველ ადგილას, ობიექტის გადათრევა თაგვის საშუალებით, დაწკაპუნება
და ორმაგი დაწკაპუნება); ამოიცნობს ისტ საშუალებების კომპონენტებს და გაიაზრებს მათ
დანიშნულებას (მაგალითად: კლავიატურა, მონიტორი, ეკრანი, თაგვი)
წინარე ცოდნა: მოსწავლეებმა
იციან კომპიუტერის შემადგენელი ნაწილები.
გამოყენებული რესურსები:
კომპიუტერი, პროექტორი, ფერადი ფურცლები, ფერადი მარკერი.
გაკვეთილის მსვლელობა
45წთ
#
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო(წთ)
|
1
|
მასწავლებელი შეკითხვებით ამოწმებს
განვლილ მასალას.
|
გონებრივი იერიში მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსით
|
მთელ კლასთან
|
კომპიუტერი, პროექტორი
|
2წთ
|
2
|
აქტივობა 1
* მოსწავლეები ეცნობიან გაკვეთილის
მიზანს, შეფასების კრიტერიუმებს. აქტივობის აღწერა:
* ვამოწმებ დასწრებას.
* შევახსენებ გაკვეთილის თემას;
|
|
|
|
5წთ
|
3
|
აქტივობა 2
* A ფაზა (გამოწვევა) - აქტივობის
კლასს ვყოფ 4 ჯგუფად. ჯგუფების დაყოფა ხდება შემთხვევითობის პრინციპით:
10-10 სტიკერზე ვწერ ერთიანს, ორიანს, სამიანს და ოთხიანს. (აქედან თითოეულიდან თითოს
ახატია ვარსკვლავი), ვყრი ყუთში და თითოეული მოსწავლე იღებს სტიკერს. ვთხოვ მოსწავლეებს
ვისაც შეხვდათ ერთანირი ბარათები დაჯგუფდნენ ერთად (ერთიანები ერთ ჯგუფში, 2-იანები
მეორე ჯგუფში, 3-იანები - მესამე ჯგუფში და 4-იანები მეოთხე ჯგუფში)
|
|
ჯგუფური
|
ფერადი ფურცლები
ფერადი მარკერები
|
12წთ
|
4
|
ამის შემდეგ მაგიდაზე ვალაგებ 4 ფურცელს, თითოეულ ფურცელზე წერია ინფორმაცია
კომპიუტერის მოწყობილობების შესახებ; მოწყობილობების დანიშნულების შესახებ; ინფორმაციის
ცნების შესახებ;
კომპიუტერში წარმოდგენის შესახებ
|
|
|
|
|
5
|
აქტივობა 3 B ფაზა (შინაარსის რეალიზება)- ვთხოვ თითოეული ჯგუფიდან იმ
მოსწავლეს, ვისაც შეხვდა ვარსკვლავიანი სტიკერი, გამოვიდეს და ისაუბროს მითითებულ
საკითხზე და ა. შ. ჯგუფებიდან მოსწავლეები საუბრობენ და შესაბამისად ვახდენ ამ ყველაფრის
დემონსტრირებას
|
დემონსტრირების მეთოდი
|
ჯგუფური მუშაობა
|
დიდი ზომის თაბახის ფურცლები (ფლიქჩარტები); ფერადი მარკერები; ფერადი
სამაგრეები
|
15წთ
|
6
|
აქტივობა 4
* C ფაზა-
(გამთლიანება)- ვახდენ დავალების
შეჯამებას, ვაწყობ დებრიფინგს: რა ვისწავლეთ, რაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები
და ვაფასებ მოსწავლეებს. მოსწავლეები პერსონალურად პასუხობენ დასმულ შეკითხვებს:
როგორ განმარტავთ, რას არის ინფორმაცია? როგორ ამუშავებს ინფორმაციას
კომპიუტერი? რა სახით წარმოიდგინება ინფორმაცია კომპიუტერში? პროექტორზე
ვუჩვენებ სურათებს და ვთხოვ ამოიცნონ კომპიუტერის ძირითდი და არაძირითადი მოწყობილობები
|
დემონსტრირების მეთოდი
|
საერთი კლასი
|
ელექტრონული პრეზენტაცია,პროექტორი, კომპიუტერი
|
6წთ
|
7
|
მოსწავლეთა მოსაზრების მოსმენის შემდეგ ყურადღებას ვამახვილებ შეფასების
კრიტერიუმებზე. ინდივიდუალურად ვურიგებ თვითშეფასების რუბრიკას. მოსწავლეები ავსებენ
მას. მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ რა იყო მათთვის გასაგები/გაუგებარი და ვაკეთებ
განმავითარებელ შეფასებას
|
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
|
მთელ კლასთან და ინდივიდუალურად
|
თვითშეფასების რუბრიკა
|
5წთ
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგი:
1.
მოსწავლე უსაფრთხოდ და ეფექტიანად გამოიყენებს ისტ-ის
საშუალებებს
2.
მოსწავლე გაიაზრებს კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას,
მათ ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს კლავიატურას.
3.
მოსწავლე უსაფრთხოდ და სწორად გამოიყენებს ინფორმაციის
შესანახ საშუალებებს და მათი მიერთების ან/და ჩადების ადგილებს.
4.
მოსწავლე ეფექტიანად გამოიყენებს თაგვს (მაგალითად:
თაგვის კურსორის გადაადგილება სასურველ ადგილას, ობიექტის გადათრევა თაგვის საშუალებით,
დაწკაპუნება და ორმაგი დაწკაპუნება)
5.
მოსწავლე ამოიცნობს ისტ საშუალებების კომპონენტებს და
გაიაზრებს მათ დანიშნულებას (მაგალითად: კლავიატურა, მონიტორი, ეკრანი, თაგვი)
შეფასება:
კრიტერიუმები
|
1-2 ქულა
|
3-5ქულა
|
6-8 ქულა
|
9-10ქულა
|
ინფორმაციის
ცნება
|
ვერ აყალიბებს ინფორმაციის ცნებას
|
უჭირს ინფორმაციის ცნების განმარტებ
|
განმარტავს ინფორმაციის ცნებას
|
სრულად განმარტავს ინფორმაციის ცნებას
|
ინფორმაციის
წარმოდგენა
კომპიუტერში
|
ვერ პასუხობს
|
უჭირს პასუხის გაცემა
|
ხსნის მოკლედ
|
სწორად ხსნის და ასაბუთებს
|
კომპიუტერის დანიშნულება, აგებულება
|
არ იცის
|
პასუხობს დახმარებით
|
განმარტავს, მაგრამ არასრულყოფილად
|
კარგად განმარტავს კომპიუტერის მოწყობილობების
დანიშნულება
|
არაძირითადი
მოწყობილობები
|
არ იცის
|
ნაწილობრივ ასახელებს არაძირითად
მოწყობილობებს
|
ასახელებს არაძირითად მოწყობილობებს
|
ასახელებს და განმარტავს თითოეულ
მოწყობილობას
|
ხელმოწერა: /მ.გოცირიძე/
თარიღი:
No comments:
Post a Comment